გელა ნიკოლაიშვილი:  იცოდეთ, რომ ეს ცდება ჟურნალისტიკის ფარგლებს და დანაშაულის სფეროში გადადის!

 

უკვე სისტემატიურ მოვლენად იქცა: ტელეჟურნალისტები უსაფრდებიან მღვდელმსახურს, მათთვის მიუღებელ სახელმწიფო მოხელეს ან სულაც, ჩვეულებრივ, საერო ადამიანს, რომელიც ანტი ლიბერასტული მსოფლმხედველობით გამოირჩევა. როგორც აფთრები, ისე ეცემიან მსხვერპლს და აყრიან კითხვებს… არა, კითხვების დასმა – ჟურნალისტი მოვალეობაა! მაგრამ ამ შემთხვევაში, ჟურნალისტებს თითქოს ერთი ხელი მართავს – შეთანხმებულად მოქმედებენ, ერთმანეთთან ესტაფეტას გადადიან. ეს უბრალო კითხვები არ გახლავთ, რომელიც მსმენელამდე და მაყურებლამდე ობიექტური ინფორმაციის მიღებას უნდა ემსახურებოდეს; თითოეული არის უკიდურესი პიროვნული შეურაცხყოფის და ცილისწამების შემცველი: 

 – „რატომ ხართ პუტინისტი? პუტინმა ფული გადმოგირიცხათ, თუ ხელზე მოგცათ? რამდენს იღებთ საქართველოს ღალატში? რა ნამუსით ბედავთ გამოჩენას, მას მერე რაც ჟურნალისტი მოკალით? არაფრის არ გრცხვენიათ? ძალადობა ბიძინა ივანიშვილმა დაგავალათ თუ კრემლიდან მიიღეთ მითითება?“

კითხვები ისეა დასმული, მსხვერპლი ცამდე მართალიც რომ იყოს, სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასარიდებლად თუ უპასუხოდ დატოვებს, მაინც უკიდურეს ნაძირალად წარმოჩინდება, რადგან მაყურებლის თვალში ყველა იმ სიბინძურის ადრესატად აღიქმება, რაც პროვოკაციულ კითხვებში არის ჩაქსოვილი. ამასაც არ ჯერდებიან – თავხედურად იჭრებიან მოქალაქის პირად სივრცეში, მსხვერპლს ხელით ეხებიან, ხანდახან, მუჯლუგუნსაც სთავაზობენ, მიკროფონებს პირდაპირ, პირში თხრიან ადამიანს. მსხვერპლად შერჩეული რესპონდენტი პასუხის გაცემას თუ დააპირებს, ამაოდ გაირჯება – მის ხმას ახალ-ახალი პროვოკაციული კითხვებით გადაფარავენ და თავად კი, გამოთქმის საშუალებას არ მისცემენ. ხოლო თუ რომელიმე სუსტი ნერვების პატრონი წინასწარ დაგეგმილი ამ ბინძური სპექტაკლის გამო საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავს და რომელიმე პროვოკატორს შემოულაწუნებს, ამით მას ძალიან გაახარებს, რადგან თავხედ ჟურნალისტს ცნობადობას შესძენს, თავად კი,  მოძალადის სტატუსი გარანტირებული ექნება, ხოლო ლიბერასტ არასამთავრობოებს კი – უცხოური ფულით დაფინანსებული აქციების განახლების საფუძველი მიეცემათ!

რა უნდა იღონოს, როგორ მოიქცეს, რა პასუხი გასცეს ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტად წოდებულ პროვოკატორს – პატიოსანმა, ზნეკეთილმა მოქალაქემ, ეკლესიის მსახურმა ან თუნდაც, სახელმწიფო მოხელემ… რომ ღირსებაც შეინარჩუნოს და პროვოკატორსაც ადგილი მიუჩინოს? სად გადის ზღვარი ჟურნალისტის და მოქალაქეს უფლებებს შორის? გვესაუბრება საბჭოთა რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი, დისიდენტური მოძრაობის მონაწილე, ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი:

– არსებობს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსები, რომლებიც ამ ურთიერთობებს კანონის ფარგლებში არეგულირებენ, მაგრამ ასევე არსებობს დაუწერელი, მორალურ-ზნეობრივი კოდექსი, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს და ხშირად, მისი ნორმები დაწერილ კოდექსშიც გადადის. ასე, მაგალითად, ქუჩაში მოსაქმება და შიშველი სირბილი არც ზნეობის ფარგლებში ჯდება და ადმინისტრაციული ჯარიმის სახით კანონითაც დასჯადია.

 – სად გადის ზღვარი ჩვეულებრივი მოქალაქეს და ჟურნალისტის უფლებებს შორის?

– ჟურნალისტიც ჩვეულებრივი მოქალაქეა და შეცდომაა, როდესაც ფიქრობენ, რომ ჟურნალისტს გაცილებით მეტი უფლება გააჩნია, ვიდრე უბრალო მოქალაქეს. თუმცა, ჩვენში ჟურნალისტებს ხშირად იქცევიან იმგვარად, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგანან და მიაჩნიათ რომ ყველა ადამიანი ვალდებულია, მათ კითხვებს პასუხობდეს, იმის მიუხედავად, კითხვა სამსახურს შეეხება თუ პირად საკითხებს. ჟურნალისტები რატომღაც, თვლიან, რომ უფლება გააჩნიათ, სხვა ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა და ეს შეურაცხყოფა შენიღბონ „ჟურნალისტური საქმიანობის“ საბურველით, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს კანონმდებლობას რომ ჩავუღრმავდეთ, აღმოვაჩენთ მრავალ მუხლს, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს ჟურნალისტთა ისეთ ქცევებს, როგორის მომსწრეებიც ჩვენ ყოველდღე ვხდებით!

 – მაგალითისთვის, ხომ ვერ დააკონკრეტებთ?

– მაგალითად, 144-3 პრიმა მუხლი, სადაც წერია: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, – ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე!“

 – მაგრამ ჩვენი სამართალდამცველები რატომღაც ვერ ამჩნევენ ხოლმე ნაცმედიის მიერ ჩადენილ ასეთ დანაშაულს. პრეცედენტიც კი არ შექმნილა! ამ დანაშაულისთვის, რასაც ნაცმედია ყოველდღიურად სჩადის, ვინმე რომ დაიჭირონ, ევროკავშირიდან დიდი ყაყანი ატყდება, რომ საქართველოში მედიას ავიწროვებენ. ასე არ არის?

– გეთანხმებით. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ორმაგ სტანდარტებს ქმნის და კანონის დამრღვევ ჟურნალისტებს სტიმულს აძლევს ახალი მსგავსი დანაშაულების ჩასადენად. მაგალითად, ავიღოთ 156-ე მუხლი – დევნა პროფესიული ნიშნით: „1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. იგივე ქმედება: ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“ – შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მუხლით არიან მსჯავრდებულები პირები, რომლებიც, თითქოსდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას სდევნიდნენ პროფესიული ნიშნით, მისი ჟურნალისტობის გამო! მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ რიგი ჟურნალისტების დამოკიდებულებას რომ თვალი მივადევნოთ, აღმოჩნდება, რომ მოცემულ პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს – ისინი სწორედ პროფესიული ნიშნით სდევნიან! როცა პოლიტიკოსს მიეჭრები, პარლამენტის სხდომას ჩაუშლი – ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, არამედ დანაშაულია – პროფესიული ნიშნით ადამიანის დევნა და, თავისუფლად შეიძლება, მათ მიმართ 156-ე მუხლში ნახსენები სანქციების გამოყენება!

 – მაგრამ, ნაცმედიის ჟურნალისტებს ამის შიში არ გააჩნიათ. მათ თავი ზეადამიანებად და კანონზე მაღლა მდგომებად მიაჩნიათ! კიდევ რომელ მუხლს დაასახელებთ, რომლის ფარგლებში შეიძლება ნაცმედიას ბრალი წაეყენოს?

– თუნდაც, მუხლი 145 – დანაშაულის პროვოკაცია! „დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე!“ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ჟურნალისტი მოქალაქეს აყენებს ფსიქიკურ ტკივილს და ტანჯვას, იმით, რომ შეურაცხყოფს, ტალახს ესვრის, ჩირქს ცხებს. როცა ჟურნალისტი ადამიანს ეტყვის: შენ ბნელი ხარ, პუტინისტი ხარ, რუსეთუმე ხარ, სამშობლოს მოღალატე ხარ – ეს ცდება ჟურნალისტიკის ფარგლებს და დანაშაულის სფეროში გადადის.

 – ჟურნალისტის დასმული კითხვა კანონის ფარგლებში უნდა კონტროლდებოდეს?

– ვიმეორებ, ყველა ადამიანი თანაბარია კანონის წინაშე, პროფესიის მიუხედავად! მაგრამ თუ ერთი ადამიანის მეორეს მიმართ შეკითხვის გამო ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქოლოგიური წნეხი, სულიერი ტკივილი, სტრესი, რასაც შესაძლოა გარდაცვალებაც კი მოყვეს – ასეთი საქციელი საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია! არსებობს საშუალება, ადამიანმა დაამტკიცოს, რომ მის მიმართ სხვისი დამოკიდებულების ან შეკითხვის შედეგად ჯანმრთელობა გაუუარესდა. მაგალითად, გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, მოიპოვოს სათანადო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოახერხოს, რომ ჟურნალისტს ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს, რომელმაც მისი ჯანმრთელობა შეარყია – კანონის ფარგლებში პასუხი აგებინოს. სისხლის სამართალში ყველაფერს დამტკიცება სჭირდება. თუ ჟურნალისტები ახერხებენ, „გამოხატვის თავისუფლების“ ზღვარზე იარონ და კითხვები ასე დასვან, საზოგადოებამაც უნდა ისწავლოს ასეთ მარგინალურ ზღვარზე გავლა და პასუხის ასეთ ფორმატში გაცემა.

 – ცილისწამება თუ არის დასჯადი ქმედება?

– ცილისწამება არ გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. თუ მოქალაქე დაამტკიცებს, რომ მას ცილი დასწამეს, შეუძლია ცილისმწამებელს სამოქალაქო წესით დააკისროს პასუხისმგებლობა, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი იქნება – ბოდიშის მოხდაც კი არ არის გათვალისწინებული უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლო ცილისმწამებელს დააკისრებს მედიის საშუალებით ცილისწამების საჯაროდ უარყოფას, თუმცა, რომ არ დაემორჩილოს და ასე არ მოიქცეს – მას მაინც არაფერიც არ ემუქრება, იმის მიუხედავად, რომ არსებობს 381-ე მუხლი, რომლის მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასჯადია. შეიძლება ცილისწამების მსხვერპლმა მორალური ზიანის ანაზღაურებაც ითხოვოს, თუმცა, მე არ მსმენია, რომ ვინმეს ამ მხრივ, შედეგი მიეღოს.

 – რა გამოდის? ნაცმედიას გზა ხსნილი აქვს, ნებისმიერ ჩვენთაგანს ცილი დასწამოს? აი, თუნდაც, „პუტინისტური“ ჯგუფები უწოდოს, სარწმუნოების, ეკლესიის და პატრიარქის დასაცავად გამოსულ საზოგადოებას?

– სამწუხაროდ, კანონი ისეთია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ მედიის წარმომადგენელს ასეთი შეფასება „გამოხატვის თავისუფლებაში“ ეთვლება, თუ ამით შეურაცხყოფილი ადამიანები ვერ შეძლებენ დამტკიცებას, რომ ასეთი შეფასებით მათ ძლიერი სულიერი ტანჯვა მიადგათ. უფრო მეტსაც გეტყვით: 2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. ახლახან კი, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ: „პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისინი, ვინც სარგებლობენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების უფლება, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რწმენის მიმართ.”

 – ეს რაღა თანასწორობაა? მათ „გამოხატვის თავისუფლებაში“ უთვლიან ჩვენი წმიდანების პრეზერვატივზე მიხატვას, მოქალაქეებს კი, „პიდო@ასტად“ (ცენზურა ჩვენია) მავანის მოხსენიებისთვის პასუხს სთხოვენ?

– დიახ, ეს ტერმინი დისკრიმინაციად ითვლება და პასუხისმგებლობაა დაწესებული. ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის, თუ ის საქციელი „გამოხატვის თავისუფლებაა,“ მაშინ, არც ეს უნდა იყოს დასჯადი. „პიდარასტად“ მავანის მოხსენიება „სიძულვილის ენაში“ ითვლება, „პუტინისტად“ მავანის მონათვლა კი, რატომღაც დაშვებულია. სამწუხაროდ, ევროპამ ასეთი სტანდარტი დაგვიდგინა.

 – აი, ამის გამო ღშფოთებულმა, ევროკავშირის დროშა რომ დავწვა? გამოხატვის თავისუფლებაში ჩამეთვლება თუ, ამით კანონს დავარღვევ?

– ჯერჯერობით, ამის გაკეთება კანონით აკრძალული არ არის, თუმცა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო დაწესებულებების წინ ევროკავშირის დროშის ხელყოფა კრიმინალად ჩაითვალოს. ვნახოთ, ეს იდეა საბოლოოდ როგორ ფორმას მიიღებს.

 – კარგით… კონკრეტულად, როგორ დაიცვას თავი სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ზნეკეთილმა ადამიანმა, თუ ეკლესიის დასაცავად ქუჩაში გამოსულს, ჟურნალისტები თავს დაესხმებიან და გამომწვევი კითხვებით ღირსებას შეულახავენ?

– ფიზიკური ძალადობისგან უთუოდ, თავი უნდა შეიკავოს. ან მოითმინოს შეურაცხყოფა და კითხვები უპასუხოდ დატოვოს; ან სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს და თუ დამტკიცებას შეძლებს, არგუმენტები დადოს, რომ დასმული კითხვები შეურაცხმყოფელია, ამის საფუძველზე მან სტრესი მიიღო და სულიერი ტანჯვა განიცადა; არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი – იაროს „გამოხატვის თავისუფლების“ ზღვარზე და შეურაცხმყოფელ კითხვებს ისეთი პასუხები შეაგებოს, რომ მისმა ოპონენტმა ვერ შეძლოს პასუხით მიღებული „სულიერი ტანჯვის განცდის“ დამტკიცება.  მესმის რომ, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. შეიძლება, ძალიან ცუდი მოსასმენი იყო და არც მე მომეწონა, მაგრამ გოგა ხაინდრავამ მოახერხა, „გამოხატვის თავისუფლების“ უკიდურეს ზღვარზე  გავლა და ჟურნალისტს, რომელიც მას გამომწვევ კითხვებს უსვამდა, ადეკვატურად მიუგო – თქვენ ყარხართ! მას ამის გამო ვერავინ უჩივლებს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები