გენერალი ბენ ჰოჯესი – „საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ – კრემლს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს იმას, რისი“

​ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა  ბენ ჰოჯესი ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა:

-„საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. მჯერა, საქართველო აქამდეც უნდა გამხდარიყო ნატო-ს წევრი. კრემლს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს იმას, რისი გაკეთებაც ქართველს ხალხს, ალიანსს ან ევროკავშირს სურთ. საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ“, – განაცხადა ჰოჯესმა.

გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

-„აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. ნაბიჯები, რომლებიც, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გააკეთოს.

პირველი, – ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა.  არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კიდევ ერთი ნაბიჯი – უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, მესამე ნაბიჯი – საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადება“, – განაცხადა ჰოჯესმას.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნი მიიჩნევს, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იმუშაონ ცნობადობის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად.

მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა:

-„პორტის პროექტის შეჩერების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. საქართველო სერიოზულად იყო განწყობილი ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს სერიოზულად ჰქონდა განზრახული გამხდარიყო დამაკავშირებელი პორტალი. ანაკლიის პორტის მშენებლობა უკანასკნელი რამაა, რაც კრემლს შეიძლება სურდეს. კრემლს არ სურს მსხვილი დასავლური ინვესტიციები საქართველოში, რადგან ასე დასავლეთი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი.

აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, როდესაც საქართველო ცდლობს, არჩევნების გამჭვირვალობის, მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

„აშშ ასევე უნდა იყოს საქართველოს გვერდით, როდესაც ის კრემლის პირისპირ დგას. აშშ-მა უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის საქართველოს გვერდით არის“, – განაცხადა ჰოჯესმა.

კომენტარები