გენო ცაავა: საქართველოს გადარჩენის პროექტი „წრიული უბანი“ განხორციელების მოლოდინშია!

ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი და კინორეჟისორი გენო ცაავა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს: 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას;

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს;

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

 

 უპირველეს ყოვლისა გთხოვთ გზავნილს ყურადღებით გაეცნოთ და მთელი არსებით გისურვებთ გახდეთ დამოუკიდებელნი, დამოუკიდებლობის შემთხვევაში სულიწმიდით, ანუ  ღვთის მოქმედი ძალით იმოქმედებთ და ღვთის სული, შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ვისურვებ, გამოიჩინოთ სიბრძნე და შეიძლოთ გახდეთ დამოუკიდებელნი…   

 

    დღე-ღამემ აბსულუტურად ნათლად გამოავლინა, გაერომ, ნატომ, ჟენევის ერთა ლიგის განყოფილებამ, მსოფლიო ჯანდაცვამ, ევროპის საბჭომ, გლობალისტების კოორდინირებით  შექმნილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის კავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კაცობრიობას ვერანაირი მომავალი ვერ შეუქმნა, ვერც დაიცვა და ადამიანები სრულიად უსუსურ მდგომარეობაში მოაქცია, უფრე მეტიც, მათმა ლოჟებმა და ორგანიზაციებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თავიანთი შეთქმულებების, იდეების და სისტემების თავზე მოხვევით ადამიანი და ადამიანის სულიერი ფასეულობანი დაცინვის ობიექტად აქცია.        

    2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიც და დღევანდელი  პანდემიაც გლობალისტების და ნეოლიბერალების მიერ არარეგულირებადი ბაზრის პრინციპებზე შექმნილი დანაშაულებივი სქემის მიხედვით განხორციელებულ მოვლენად – მსოფლიო აფიორად ფასდება და დროა კაცობრიობამ დახუჭული თვალები ფართოდ გაახილოს და ცრუ მეტყველი საერთაშორისო ორგანიზაციების ცივილიზაციისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულებისათვის და უმძიმესი წნეხის დაძლევისათვის მთელი სისტემის  დემონტაჟი, ბავარიის ჰერცოგის – კარლ IV თეოდორესმიერი რეფორმის მსგავსად უნდა განახორციელოს.

    ანალიტიკოსები უკვე მსჯელობენ, რომ ტოტალიტარული და კანიბალური საერთაშორისო     ორგანიზაციების რადიკალური შეცვლა რამოდენიმე ჭეშმარიტი მმართველების სინქრონუ-ლი თანამშრომლობით შესაძლებელია და ეს უახლოეს მომავალში გარდაუვალია.    

    1980-იან წლებში, ტეტჩერის, რეიგანის და მიტერანის ნეოლიბერალისტების იდეოლოგთა იდეების სათავეში ჩადგომით, კერძო საკუთრებას გადასცეს ეკონომიკა და მასზე საზოგადო-ებრივი კონტროლი მოსპეს, რაც მსოფლიო ეკონომიკის ჰარმონიული განვითარებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა და დღემდე გლობალისტები და ნეოლიბერალისტები მსოფლიოს: 

  • კორპორატოკრატიული ეკონომიკით, რესურსების ძარცვით, ტოქსიკური მასალებით;
  • გენმოდიფიცირებული და საშიში დანამატების უხარისხო საკვებით;
  • ეროვნული კულტურის, რელიგიის, მასმედიის და განათლების დეგრადაციით;
  • სასოფლოსამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების განადგურებით, ომებით და არასტაბილურობით,

ახალი წესრიგისკენ – მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ, ციფრული კონცლაგერისკენ და დემონიზაციისკენ ფორსირებულად მიაქანებს. უწმინდურ სამებათადისტოპიური ტერორის  და  მმართველობის კრახის შემდგომ, როგორც საქართველოს, ასევე კაცობრიობას ტრადიციული კულტურა გადაარჩენს დაახალი მსოფლიო წესრიგისწორედ რომ ამ მიმართულებით განვითარდება და შემოგდებულ თიხის ფეხებზე მდგომ ლიბერალიზმზე და ფუჭ დემოკრატიაზე უშინაარსო ლაპარაკი პირწმინდად  ა…    

    ის დრო როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროატლანტიკურ ალიანსებს საქართველოსთვის განვითარების მოტანა შეეძლო გასულია და შანსი დაკარგულია

ამდაგვარი შანსები როცა ევროპა და აშშ სინგაპურს, ჰონგ კონგს, სამხრეთ კორეას და ტაივანს კომუნისტური საფრთხის გავრცელების წინააღმდეგ იყენებდა და აძლევდა უზარმაზარ რესურსებს, ამ ქვეყნებმა რესურსები ეროვნული ეკონომიკის გასაძლიერებლად გამოიყენეს და შექმნეს უძლიერეს ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული ბაზა, ასევე ფინეთმაც, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უკრძალავს ნატოში შესვლას

    საქართველომ კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ეკონომიკური ქვაკუთხედის გამოვლინება, სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება, გარკვეული სახელმწიფო კონცეფციის შექმნა და განვითარება დღემდე ვერ მოახერხა. ეს მწარე რეალობა გლობალისტების და ნეოლიბერალისტების იდეოლოგიის, მათი ექსპერიმენტული ექსპანსიის  დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მე-3 ათწლეულია გრადუალისტური პრინციპით ვითარდება და სუვერენიტეტის მსხვერპლის გაღების ფასად ანგრევს,  ანადგურებს ოჯახის და ერის ფასეულობებს, რისი აშკარა გამოვლინება და დასტურია ამ პერიოდში მიღებული საბედისწერო კანონები.   

    საქართველო დღეს უპირობო ალიანსების ძიების და სუიციდური პოლიტიკიდან უნდა გადავიდეს რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე, კრიზისების არსებობის დროს გადარჩენის  ერთადერთი გზა არა ღიაობაშია, არამედ უფრო ჩაკეტილი და კოლექტიური მოქმედების, იმპორტის შეზღუდვის და ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე ორიენტირებული ბაზის განვითარების აუცილებლობაშია და არა ’’ფინანსურ კაპიტალიზმში’’, რომელსაც ჩვენისთანა ღარიბი და ეროვნული წარმოების არმქონე ეკონომიკა ოკულტური გზებით დესტაბილიზა-ციისკენ, ელემენტარული რესურსების გარეშე დატოვებისკენ შეფარულად მიყავს და მოსა-ლოდნელი, რეალური რისკები დროზე თუ არ შეფასდა დეფოლტიც გარდაუვალი იქნება.  

    მსოფლიო წესრიგი ახალ სიჩქარეებს იღებს და ლოდინის დრო აღარ არის, ერის გაჯანსაღებისთვის და ქვეყნის შიგნიდან გაძლიერებისთვის, ქრონიკული სიღარიბის დასრულებისთვის და გადარჩენისთვის აუცილებელია უარი ეთქვას საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტებით დრომოჭმულ, მანკიერი წესით შენებას და ვეძიოთ ტრადიციული წესების აღდგენა-გამოყენებით ახალი პროგრესული გზები. საჭიროა ახალი ეკონომიკური პარადიგმები და ახალი სოციალური პრინციპები, რომელიც გარემოს გაფრთხილებაზე იქნება ორიენტირებული და მოგმართავთ; უპირველეს ყოვლისა ცნობიერების ფოკუსირების უნარი, ყურადღება და კონცენტრაციის ლოკალიზაცია, ნაციონალური ეკოსისტემის განახლებაზე გააკეთოთ და ქვეყანა, მხატვარ-დიზაინერის, 

შალვა კაჭარავას საუკუნის პროექტის – “წრიული უბნის” (დოვლათიანი სოფლის) https://www.facebook.com/watch/?v=2070201383267727  და ასევე, ერისთვის და მსოფლიოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალფეროვანი ეთნოკულტურული და ეროვნული ფასეულობების, უნიკალური და უპრეცედენტო განვითარების – ”მამაქალაქის”

https://www.facebook.com/watch/?v=587511281725480  იდეის და კონცეფციის მიხედვით  ფორსირებულ რეჟიმში აღმშენებლობას შეუდგეთ. 

    ამ ორივე მოდელში, საქართველოს და მსოფლიოს ახლებურად მოწყობის უკიდეგანო პოტენციალი დევს , რომელიც ეროვნული და კულტურული მონაპოვარია და როგორც საქართველოსთვის ასევე მსოფლიოსთვის განიხილება მომავალი მშვიდობიანი განვითარე-ბის და კეთილდღეობის ერთ–ერთ გზად. საქართველოსთვის თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უსაფრთხოების, თავდაცვის და დამოუკიდებლობის 

რეალური გარანტორი გახდება. ქვეყანას სტაბილურობას, განსხვავებული ეკონომიკის ეფექტიან აღორძინებას და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს შესძენს, მოიზიდავს უზარმაზარ ინვესტიციებს, მრავალრიცხოვან უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს… 

    ამ იდეა – პროექტის განსახორციელებლად მერაბ კოსტავა და ჩვენი ქვეყნის ინტელიგენცია, კომუნისტებისგან ითხოვდა მიწის ფართობის „საყოველთაობო მფლობელობაში’’ უსასყოდლოდ გადაცემას, რაზედაც „კომუნისტები“ დაითანხმეს…მაგრამ მერაბის დაღუპვის შემდეგ, ყველანი ჩირგვებში შეძვრნენ!…   

მერაბ კოსტავა:                                              

სრულიად საქართველოს გაერთიანებისათვის, მისი ნათელი მომავლისათვის,ერთა შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებისათვის, ეკონომიკის სწრაფი გზით გაძლიერებააღზევებისათვის, ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტისათვის, ახალგაზრდობისა და მომავალი თაობის ზნეობრივმორალური გაჯანსაღებისათვის, გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, მხატვარდიზაინერის შალვა შიოსძე კაჭარავას მიერ, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით შემუშავებული, ახალი ტიპის ქართული სოფლების რესპუბლიკის მასშტაბით განაშენიანება, რომელიც ფართოდ იქნა მოწონებული, რესპუბლიკის ორმოცდაორი რაიონის პარტიული, სამეურნეო, მთელი რიგი შემოქმედებითი კავშირებისა თუ საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ, რაც დოკუმენტურად არის წარმოდგენილი. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, აღმოგვიჩინოს დახმარება ამ დიდმნიშვნელოვანი საერო საქმის განხორციელებაში“.

 

                                                  1989 . № 8935.

 

საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის სახელით, მხარს ვუჭერ მხატვარ-დიზაინერს, შალვა კაჭარავას იდეას ახალი ტიპის ქართული სოფლების აშენების შესახებ.”
ზვიად გამსახურდია
1989 წლის 15 აგვისტო

      “სასურველია, რომ პროექტი შემოწმდეს. პრაქტიკულად ამ სახით გაშენდეს თუნდაც ერთი სოფელი. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენით და სიყვარულით ემსახურება ჩვენი ერის კეთილდღეობას. ”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე                                                        
  

”მამაქალაქის” და “წრიული უბნის’’ მოდელის კონცეპტი, ქართველური  ენების და ეროვნული ტრადიციების დაფარული საიდუმლოებანის  ლოგიკურ  გაშიფვრაზე, ისტორიული წარსულის და ჰემეტრიული  საიდუმლო  შიფრით  ახსნაზეა  დაფუძნებული…

    

 

 მეცნიერულ-საგანმანათლებლო  საზოგადოება  „პრომეთეოსი“-ს ძალისხმევით და დაფინანსებით  https://www.youtube.com/channel/UCozCTyHXKVSFxqjLEPHqX-Q/videos            2017-19 წწ. ამ მცირე დროში, მრავალ საერთაშორისო მეცნიერულ ღონისძიებაზე შედგა ანბანური დამწერლობის საფუძვლად მიჩნეული A-კლასის ხაზოვანი წერილობითი ძეგლების, ქართველური ენებით ამოკითხვის ნოვატორული ქართული მეცნიერული კვლევების წარდგენა, რამაც უცხოელ მეცნიერებში დიდი ინტერესი და აღიარება გამოიწვია…

     (მსს) “პრომეთეოსთან” და “წრიული უბნის’’ იდეის ავტორთან ერთად ამ ორი გლობალური საკითხის კვლევისთვის, მეთოდის ცოდნისთვის და გონივრული ერთობლივი მოქმედების-თვის მოგიწოდებთ; 

სახელმწიფომ ამ ორი საკითხის ერთიანი სისტემის შექმნისთვის და  გადაწყვეტილების მუდმივი მონიტორინგისათვის, როგორც  ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის ჩარჩოში პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში, სპეციალური დანიშნულების და რეგიონალური მართვის სტრუქტურაში;

ინოვაციური – ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი  შექმნათ, რათა “წრიული უბნის’’ ურბანისტიკით და თქვენთვის კარგად ცნობილი, ქართული ენებისათვის დამახასიათებელი უნიკალური სიზუსტის ლინგვომათემატიკური  მეცნიერებით შესაძლებელი გახდეს:

  • ’’ლაზარეს ენით” დამალული და საკუთარი ისტორიული წარსულის აღდგენა; 
  • ეკონომიკური დიპლომატიის თვალსაზრისით მსოფლიო ისტორიაში საქართველოს გადამწყვეტი როლის გაცნობა;
  • ემიგრაციის რეალური და წარმატებული რეინტეგრაციის დაძლევა; 
  • თვითგამორკვევის პროცესით ერის გაერთიანება; 
  • უძლიერეს ექსპორტზე ორიენტირებული სასოფლოსამეურნეო პროდუქტების ჭარბი წარმოების გაზრდა;
  • ყველაზე მნიშვნელოვანი – შრომითი რესურსების დასაქმების და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
  •  “წრიული უბნის” პრაქტიკული განხორციელებისთვის საქართველოს თერთმეტივე რეგიონში, ექსპერიმენტის სახით შესაფერი მიწის ნაკვეთების გამოყოფა, დაგეგმარება და მშენებლობა. 

საყოველთაობო მშვიდობის ”მამაქალაქის” განთავსებისთვის ადგილი მოაზრებულია.

 

ზემოთ მოცემული საკითხების განსახილველად და მათი განხორციელების გზების შესამუშავებლად, ატ. შალვა კაჭარავასთან და მსს პრომეთეოსან ერთად მზად რთ ოლნაინდისტანციურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრს შეგხვდეთ, დავისაუბროთ, ჩამოვყალიბ-დეთ და მთელი ჩვენი ინტელექტუალური რესურსით, ფორსირებულ რეჟიმში ჩავებათ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფის და პროექტის დეტალური ფინანსური გეგმის შექმნაში.

ხელისუფალნი თუ შეძლებთ გახდეთ, დამოუკიდებელნი, უნარიანი და დიდი ძალისხმევის მქონე ჭეშმარიტი მმართველნი, 

’’მამაქალაქის’’ და ’’წრიული უბნის’’ – ’’საერო სამზეოს’’ განხორციელებით მოგეცემათ ერის და მსოფლიოს გადარჩენის ისტორიული მისიის შანსი!

 

გიგზავნით პეტიციას და გთხოვთ გაეცნოთ: https://manifest.ge/main/item/2968

ინოვაციურიინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის შექმნას

 

უფალი ძალას მისცემს საზეპურო ერს

უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
დიდება უფალს.
ამინ!

ერთიანობის, ძლიერების

ქართველთა მოდგმის გადარჩენის იმედით ესპანეთიდან

გენო ცაავა

 

კინორეჟისორი,

მხატვარდიზაინერი,

პროდიუსერი.

Mob: +34 639032025 (es)   

Mob: +995 599122661 (ge)

Mail: genotsaava@mail.ru

http://geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=237

http://www.art.gov.ge/artists.php?lang=Ge&artist=914

 

კომენტარები