გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის შეთანხმება გაფორმდა, -გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება. ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.

ვაკანსიებია შტუდგარდისდუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის უფრო მეტად გაფართოება.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში მითითებულ პორტალზე.

დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრების წინ ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა“.

კომენტარები