გერმანიაში ელექტროავტომობილების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს

2021-2022 წლებში გერმანიაში ელექტროავტომობილების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს.

“ჩვენი ავტომობილების ინდუსტრია ამ ეტაპისთვის მთლიანად ჰიბრიდული მოდელებისა და ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, რაც უფრო და უფრო მასშტაბური ხდება”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჰააგაში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრსთან შეხვედრის შემდეგ.

2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 83,175 ელექტრომობილი და 341,411 ჰიბრიდული მანქანაა რეგისტრირებული.

 

კომენტარები