გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, თანამზრახველები დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის,   რუსეთის მოქალაქის, ვადიმ სოკოლოვის თანამზრახველები დააკავეს.
სოკოლოვს თანამზრახველები ჰყავდა. ისინი მკვლელობის ორგანიზებაში და ადგილის დატოვებაში ეხმარებოდნენ. არსებობს ვერსია, რომ ეს ადამიანები ხანგოშვილის ახლო ნაცნობები იყვნენ.
გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენელმა რუბატი მიტსაევმა განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხანგოშვილის მკვლელობაში  მისი მეგობრები მონაწილეობდნენ.
ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა. რომ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი პიროვნება არ არის შეყვანილი. მკვლელი ბერლინის წინასწარი პატიმრობის საკანშია მოთავსებული. ის ჩვენებას არ იძლევა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს.
თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა. მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა და მიმალვა სცადა.

ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში 29 აგვისტოს ჩამოასვენეს.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ხანგოშვილი იმყოფებოდა. მან  მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში შუამავალი იყო.

სპეცოპერაცია ლაფანყურის ხეობაში 2012 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარდა.

 

კომენტარები