გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ექიმთა ასოციაცია

გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ექიმთა ასოციაცია აცხადებს.

მარბურგერის ასოციაციის ხელმძღვანელმა, სუზანა იონამ, მოქალაქეებს მოუწოდა, თვალი გაუსწორონ რეალობას, გაუფრთხილდნენ და არ გაფლანგონ ის წარმატება, რომელსაც გერმანიამ პანდემიის პირობეში მიაღწია.

ამ ინფორმაციას “სიენენი“ ავრცელებს.

-„უკვე ინფიცირების მზარდი შემთხვევების მეორე ტალღაში ვართ. იმის გამო, რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ და გვსურს, რომ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ, არსებობს საშიშროება, არ გავფლანგოთ ის წარმატება, რომელსაც გერმანიაში მივაღწიეთ,“ – განაცხადა სუზანა იონამ.

„სიენენი“-ს ინფორმაციით,  წერს, გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა, ამის გამო მთავრობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ფიზიკური დისტანციისა და ჰიგიენის ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა,  რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები