გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე

გერმანიაში კორონავირუსის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. 26-ე ტურის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსია“ „შალკე-04“-ს შეხვდა. დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

შეხვდრაში დუბლი რაფაელ გერეირუმ გაიფორმა. „შალკეს“ კარში ერლინგ ჰოლანდმა და ტორგან აზარმაც გაიტანეს.

თამაშების მსვლელობისას ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებდა.

ჯანდაცვის მკაცრი პროტოკოლების პირობებში, გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლა ეკრძალებათ. მატჩების მიმდინარეობისას, მოთამეშეების, თანამშრომლებისა და ოფიციალური პირების ჩათვლით, სტადიონსა და მის მიმდებარედ, ჯამში 300-მდე ადამიანი იქნება.

 

კომენტარები