გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები ტურისტებად ვეღარ წავლენ

გერმანიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ. COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა.

საქართველოდან გერმანიაში ჩასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პერსონალის, მომვლელების, სეზონურად დასაქმებულების, სტუდენტების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისთვის.

ვრცელი სია და შეზღუდვების შესახებ დეტალები საელჩომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობამ საქართველო რისკ-ჯგუფის ქვეყნებში 7 ოქტომბერს შეიყვანა.

კომენტარები