გერმანიაში ჩაიყვანეს კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები. გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ თხოვა

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი. გერმანიაში ჩაიყვანეს კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები. გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ თხოვა.

DW-ს ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო 6 დაავადებულზე.  გერმანიაში, სავარაუდოდ, ჩაიყვანეს სულ მცირე 8 იტალიელი პაციენტი.

-„მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია“, – განაცხადა საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტმა, მიხაელ კრეჩმერიმ.

24 მარტის 8:30 საათის მონაცემებით, იტლიაში სულ დაავადდა 63 927 ადამიანი. მათგან 6 077 გარდაიცვალა. განიკურნა 7432.

გერმანიაში დაავადდა სულ 29 056 ადამიანი. მათგან 123 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 453.

 

კომენტარები