გერმანიაში, 13 მგლოვიარე, რესტორანში კანაფის ნამცხვრით მოიწამლა

გერმანიაში, დაკრძალვის შემდეგ რესტორანში, 13 მგლოვიარე, მათ შორის ქვრივი მოულოდნელად ცუდად გახდა, მათ თავბრუსხვევა და გულისრევა დაეწყოთ. მათ რესტორანში კანაფისგან ნამცხვარი ჭამეს.

რესტორნის მფლობელმა 18 წლის შვილს შეკვეთილი ნამცხვრის გამოცხობა დაავალა. გოგონამ გამოაცხო კანაფის ნამცხვრები, რომლის შეჭმასაც სხვაგან გეგმავდა.

რესტორნის თანამშრომელმა მგლოვიარეებს ჰაშიშისგან დამზადებული ნამცხვრები მიართვა.

მოწამლულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

18 წლის გოგოსთან დაკავშირებით ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle  ავრცელებს.

 

კომენტარები