გერმანიაში 7 ივნისიდან 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციის

ამ დროისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინაციაში მხოლოდ 16 წელს ზემოთ პირები მონაწილეობენ.

გერმანიაში 7 ივნისიდან 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება. წერს Bloomberg-ი.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით:

-„იმისათვის, რომ 7 ივნისიდან მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს, საჭიროა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს“.

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირში პირველი ვაქცინა იქნება, რომელიც ავტორიზაციას მიიღებს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის.

კომენტარები