გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მხარს არ უჭერენ

 

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი, არ არიან მზად საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიიღონ მონაწილეობა ვაშინგტონიდან მართულ ანტირუსულ პროვოკაციებში.
შესაბამისად გერმანია და საფრანგეთი არ აპირებენ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.

“პარიზი და ბერლინი ვერ ბედავენ ღრმად შეტოპვას უკრაინისთვის ბრძოლაში. ორივე ქვეყანას ეშინია ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენის და კარგად ესმით, რომ ანტირუსული პოლიტიკა პირველ რიგში მათი ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.”
ამასთან ორივე სახელმწიფოს სჭირდება ენერგომომარაგება რუსეთისგან.
მათ ეკონომიკას კი რუსული ბაზარი და რუსი ტურისტი.

ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნები
და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, პარალელურად კი ამერიკელები უკრაინას იარაღს უგზავნიან და მაქსიმალურად ცდილობენ დაძაბულობა გაზარდონ ქვეყანაში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები