გერმანია, კაფე –  სტუმრები სპეციალური ქუდებით

გერმანიაში, ქალაქ შვერინიში მდებარე კაფემ სტუმრებს დაურიგა სპეციალური ქუდები, რომლებზეც აუზის ტივტივები იყო დამაგრებული. ქუდები სოციალური დისტანციის დასაცავად დამზადდა.

და თავისი მოვალეობა მართლაც არაჩვეულებრივად შეასრულა. ამასთან, ყველა ძალიან გაამხიარულა.

-„ასეთ რთულ დროშია განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ღიმილის გამოწვევა შეგიძლია. ამან ყველა ძალიან გაამხიარულა“, – განაცხადა კაფის მეპატრონემ ჟაკელინ როტემ.

.გერმანიაში მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა. შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის ბოლოდან დაიწყო.

კომერციული დაწესებულებების ნაწილი გაიხსნა. სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა მკაცრად კონტროლდება.

Cafe & Konditorei Rothe

დაახლოებით ერთი კვირის წინ

კომენტარები