გერმანიის ელჩი საქართველოში: ჰუმბერტ ქნირშის განცხადებით 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ინტერესებში შედიოდა თუმცა

ჰუმბერტ ქნირში ასევე აღნიშნავს,რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები კარგი საბაბი იყო რუსეთისთვის შემოჭრილიყო საქართველოში.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუმბერტ ქნირშის განცხადებით, 2008 წლის „კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯისთვის არახელსაყრელი სახით დაიწყო“. ამის შესახებ ელჩმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას გადაცემაში Пограничная ZONA განაცხადა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ყირიმის მოვლენების შემდეგ დასავლეთში ხომ ყველა მიხვდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში, ელჩმა კითხვა შეუბრუნა: „რას გულისხმობთ?“

წამყვანმა კვლავ განუმარტა, რომ ყირიმისა და დონბასის შემთხვევების შემდეგ, ცხადი გახდა, რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ტერიტორიების ანექსია, მანამდე კი იყო ასობით პროვოკაცია და კონფლიქტი ნამდვილად არ დაიწყო საქართველომ.

„ეს დებატები საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს. ზოგჯერ ამაზე საუბარიც კი ტაბუდადებულია. ჩვენ გვაქვს ტალიავინის დასკვნა, რომელიც დაუკვეთა ევროკავშირმა. 2014 წლის მეორე ნახევარში მთელი რიგი საერთაშორისო მტკიცებულებები იყო ყურადღებით შესწავლილი და ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ საქართველომ თავისი როლი ითამაშა კონფლიქტის დაწყებაში“.

წამყვანმა ამაზე მიუგო, რომ ტალიავინის დასკვნაში 500 გვერდია, სადაც მითითებულია რუსეთის მხრიდან იმ მრავალრიცხოვანი პროვოკაციების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ კონფლიქტამდე და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ნაწილია, სადაც წერია, რომ საქართველომ რაღაც ტიპის სამხედრო მოქმედებები პირველმა დაიწყო.

„ჩვენ ამაზე საუბრისას ტალიავინის დასკვნა უნდა გვქონდეს ხელთ, ციტირებისთვის. მაგრამ იმ დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთი ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში ჩააყენა“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ამის შემდეგ მას წამყვანმა პირდაპირ ჰკითხა – „თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს?“

„ომი 2008 წელს იყო რუსეთის ინტერესებში, თუმცა საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის სამხედრო მოქმედებებმა, კარგი საბაბი მისცა რუსეთს, რომ საქართველოში შემოჭრილიყო“ – აღნიშნა ჰუმბერტ ქნირშმა.

ალტ-ინფო

⬇️ Посол Германии: "Грузия в 2008 году совершила действия, включая военные действия, которые выставили страну в нелицеприятном свете в глазах международного сообщества. Правительство Саакашвили сделало тогда шаги, которые стали удобным поводом для России" ✅Посол Германии в Грузии Хуберт Книрш сделал накануне сразу несколько резонансных заявлений, сказав, что свобода заключенному политику Гиоргию Руруа не была предметом договора оппозиции и власти, а также, выступив против множества грузинских NGO, сообщающих о нарушениях при выдвижении кандидата правящей партии Киладзе представителем в ООН по правам человека ⬇️ Недавно посол Книрш был гостем Пограничная ZONA, где он поделился своим мнением о том, кто начал войну 2008 года, а также – пропорциональности применения силы в рамках разгонов протестов в Тбилиси ⬇️⬇️⬇️ полная версия интервью вышла 9 декабря 2019 года https://youtu.be/BX4Y_-XqteA

Posted by Пограничная ZONA on Sunday, June 28, 2020

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები