გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ, ჩინეთი და რუსეთი ეროვნულ ეგოიზმში დაადანაშაულა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ, ჩინეთი და რუსეთი ეროვნულ ეგოიზმში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, შეიარაღების ზრდასა და უსაფრთხოების ნაკლებობას იწვევს.
ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შტაინმაიერის განცხადებით:
„აშშ-ის ადმინისტრაციის დევიზია, რომ თითოეული სახელმწიფო თავის ინტერესებს სხვებზე მაღლა უნდა აყენებდეს“.
სიტყვით გამოსვლისას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთი ყირიმის ანექსიაშიც დაანაშაულა.
მისი თქმით: „საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით მოხდა. რუსეთმა სამხედრო ძალა და საზღვრების ძალადობრივი გადაადგილება კვლავ გახადა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ამგვარი ქმედებების შედეგი არაპროგნოზირებადობა და უსაფრთხოების დეფიციტია“.
გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა:
„ჩინეთი საერთაშორისო სამართალს მხოლოდ იქ აღიარებს, სადაც ეს მის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება“.