გერმანიის სასამართლომ ნაგვიდან პროდუქტების ამოღება ქურდობად აღიარა

გერმანიის სასამართლომ ნაგვიდან პროდუქტების ამოღება ქურდობად აღიარა.

შესაბამისი ვერდიქტი ბავარიის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.

2018 წელს ორმა სტუდენტმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის ნაგვის კონტეინერი გახსნა. საკვები პროდუქტები ამოიღო. პროდუქტების შენახვის მინიმალური ვადა ჯერ გასული არ იყო. 2019 წლის იანვარში სტუდენტ გოგონებს რვა საათით იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს. მათ ასევე მოუწიათ 225 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკვები პროდუქტები სუპერმარკეტს ეკუთვნის, მაშინაც კი, თუ ის ნაგავში გადააგდეს.

გერმანიაში ყოველწიურად 13 მილიონ ტონა საკვებ პროდუქტს ნაგავში ყრიან.

კომენტარები