გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება დაიწყო
გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო.
კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ
-„შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება“, – აცხადებენ კომპანია „ფაიზერში“.
ამ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.
გერმანული კომპანია „ბიოენტექი“ იუწყება:
„12 მონაწილეს შესაძლო ვაქცინის (BNT162) დოზები უკვე მისცეს. ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჯერ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა“.
„ფაიზერსა“ და „ბიოენტექში“, აცხადებენ,:
„შესაძლოა, წლის ბოლოს ვაქცინა მილიონობით ადამიანმა მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება საცდელი ვაქცინის წარმატებაზე, რეგულაციებსა და იმ რესურსების მზადყოფნაზე, რომელიც მილიონობით ვაქცინის წარმოებისთვის იქნება საჭირო“.