„გერმანულ-ამერიკულ-ბრიტანულ, სამხრეთ-კორეულ „პისიარ“ ტესტებთან ერთად ვიყენებთ ჩინურ ტესტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა. ჩვენი ლაბორატორია ძალიან“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენცია გამართა.

-„გერმანულ-ამერიკულ-ბრიტანულსამხრეთ-კორეულ „პისიარ“ ტესტებთან ერთად ვიყენებთ ჩინურ ტესტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა. ჩვენი ლაბორატორია ძალიან კმაყოფილია.

ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ტიპის ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული, ანტიგენებზე დამყარებული და მთავარი – ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქცენტს აკეთებს  სწორედ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე, ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებულ ტესტებზე. რაც შეეხება 30 ათას ტესტს, საუბარი ჰოლანდიურზე და ჩინურზე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ჩინეთი არის უზარმაზარი სახელმწიფო, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა. ეს პანდემია დაიწყო ჩინეთიდან. ვნახეთ, ჩინეთმა როგორ შეძლო შებოჭვა, დამარცხება ჯერ არა, მაგეამ შეკავება და შებოჭვა. ჩინეთში  ძალიან ძლიერი ბიოტექნოლოგიური კომპანიებია.

ზოგი გვაჩუქეს, ბევრი ვიყიდეთ, მადლობა გადავუხადეთ, ამიტომ ამ კონკრეტულ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ. სწრაფი ტესტები არც ერთი გაიდლაინით დიაგნოსტიკისთვის არ გამოიყენება. დადასტურება ხდება მხოლოდ „პისიარით“. სწრაფი ტესტები შიდსის, ჰეპატიტის, ასევე ბევრ სხვა დაავადებებშიც არ იყო ძალიან სარწმუნო და რამდენიმე წლის შემდეგ მათი ხარისხი ძალიან გაიზარდა, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება ახლაც. ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები ქვეყანაში უნდა იყოს და ეს ალგორითმშიც არის ჩადებული.

სწრაფი ტესტები გამოიყენება დიდი, მასობრივი კვლევებისთვის. მაგალითად, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის კვლევებისთვის,   დღეს ვიყენებთ „პისიარით“ კვლევას, ვაპირებთ, ანტისხეულებითაც​. ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს ამ 30 ათასი ტესტის დაწუნებაზე. ჩემი ინფორმაციით, ეს იმიტომ მოხდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები რომ ვერ შესრულდა. ეს ტესტები გახლავთ ისეთივე ხარისხის, როგორც სხვა ტესტები, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები