„გეტყვით – რა ხდება… – ის მძარცველი სინამდვილეში ყველასთვის ცნობილი ადამიანია” – ქართველი ინტელექტუალი ზუგდიდში ბანკის ძარცვის

-„მოკლედ, მივხვდი რაც ხდება:
ის მძარცველი არის დროში მოგზაური.
სინამდვილეში ჯერ ეს საცხობი გაძარცვა დღეს, მოიპარა ხაჭაპური, რადგან იცოდა წინასწარ რომ ხაჭაპურით მძევლებს გულს მოულბობდა (საიდან იცოდა და ეგ ხო გუშინწინ იყო და იცოდა), მერე დაბრუნდა 1 დღით უკან, გაძარცვა საინკასაციო მანქანა, გაიტაცა 70 000, რათა შესაბამისი აღჭურვილობა, ცხენი და სამოსი ეყიდა (ზუსტად იცოდა რა დასჭირდებოდა იმიტომ რომ წინა დღით დასჭირდა), მერე გადავიდა კიდევ ერთი დღით ადრე და გაძარცვა ბანკი“, – წერს ინტელექტუალი, მწერალი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები