„გეუბნებით, – ამოიღეთ საერთოდ დღის წესრიგიდან ეს თემა. ამოიღეთ ერთი ვერსიაც და მეორეც“-აკაკი მინაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აკაკი მინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:

„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი ფორმით ამნისტიის წინააღმდეგი იყო, რომელიც გაითვალისწინებდა სამართალდამცველების ან პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობსგან გათავისუფლებას, ამიტომ გეუბნებით, – ამოიღეთ საერთოდ დღის წესრიგიდან ეს თემა. ამოიღეთ ერთი ვერსიაც და მეორეც – დავასრულოთ ამაზე საუბარი. ეს იქნება სწორი და მართალი ნაბიჯი ქვეყნის წინაშე.

რაც ეხება ჩვენ შემოსვლა პარლამენტში, აქაც ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს. ამ შენობას განვიხილავთ, როგორც ინსტრუმენტს, –  ამ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს არის ერთადერთი გზა, მოხდეს ცვლილებები, ეს არის ჩვენი ხედვა.

კარგად მახსოვს ბატონო ირაკლი კობახიძე ბოიკოტის დაწყების მეორე დღეს რომ გამოვიდა,- იმუქრებოდა,  უფლებამოსილებას შეგვიწყვეტდა , შემდეგ მთელი ეს პერიოდი გვეხვეწებოდით ოპოზიციურ პარტიებს,   როგორმე შემოვსულიყავით პარლამენტში“.

კომენტარები