გვარამიას ხუმრობამ მუსლიმთა თემის გაღიზიანება გამოიწვია – მუსლიმთა თემი მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

-„ნახევრად ხუმრობით ვიტყვი,  პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰია და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია“, – განაცხადა „მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ,  სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა.

გვარამიას ხუმრობამ მუსლიმთა თემის გაღიზიანება გამოიწვია და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

Saakaşvili kamandası və radikal müxalifətin üzvləri tərəfindən, bizlərə qarşı diskriminasiya tərkibli şərhlərin yayılmasının ilk dəfəsi deyil.

Nika Qvaramiya, müsəlmanların dinini təhqir etdiyi üçün, hər kəs qarşısında üzr istəməyə məcbur olacaq.” 

ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს,  „ევროპული საქართველო”-ს წევრი, აჰმედ იმამკულიევიც,  როდესაც მან მიხეილ სააკაშვილი ალაჰს,  მისი თავი კი წინასწარმეტყველს შეადარა.

-„ნიკა გვარამიას ს მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მივუწოდებ ნიკას რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!”- წერს აჰმედ იმამკულიევი.

კომენტარები