გვერდითი რეაქცია – COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეწყდა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა. კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთ მონაწილესთან გამოვლენილი გვერდითი რეაქციაა. ამის შესახებ BBC წერს.

AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, ამის მიზეზი „აუხსნელი დაავადებაა“.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას, იმ ვაქცინებს შორის ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.

ვაქცინაზე ჩატარებული ფაზა 1 და ფაზა 2-ის ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ფაზა 3-ის ეტაპი რამდენიმე კვირაა დაიწყო, მასში დაახლოებით 30 000 ადამიანია ჩართული. ცდები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში

კომენტარები