„გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო – შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს“ – პაატა იმნაძე

-„ბათუმში ტესტირების კარვების გახსნამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია. შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, კარვების გახსნა ბათუმში. გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას.

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი – 425; , იმერეთშ – 372;  აჭარა – 193; გურია – 21;  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1194 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 326,  გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071, კოვიდ-სასტუმროში – 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კომენტარები