გზავნილი მამა იოსებ ფილოთეველისგან -„მამა ეფრემ ფილოთეველი, რომელიც არიზონაში მოღვაწეობდა, გამოეცხადა ერთ ქალს“

გზავნილი მამა იოსებ ფილოთეველისგან, რომელიც იყო გერონდა ეფრემის მესენაკე არიზონაში.
-„მამა ეფრემ ფილოთეველი, რომელიც არიზონაში მოღვაწეობდა, გამოეცხადა ერთ ქალს — არა ძილში, არამედ ცხადში. ამ დროს ქალი რძალთან ერთად იმყოფებოდა. უეცრად მან თითქოს გონება დაკარგა და როგორც მისი რძალი ამბობს, ეს გაგრძელდა 10 წუთის განმავლობაში. თვითონ ამ ქალბატონმა ვერ გაიგო, რამდენი ხანი გაგრძელდა ხილვა. მისთვის ეს მდგომარეობა უჩვეულო იყო (ის, რასაც ეს საუბარი ეხებოდა, თორემ მამა ეფრემს გარდაცვალების შემდეგ ძილშიც და ცხადშიც ის ხშირად ხედავდა), ამიტომ, ბუნებრივია, მან შოკირებულმა დაურეკა მოძღვარს, რომ ეკითხა – ის რაც იხილა ხიბლი იყო, თუ სინამდვილე.
ამ ქალმა იხილა მამა ეფრემი, რომელიც ძალიან დამწუხრებული იყო და ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ქრისტე შეეცვალა მომავალი მოვლენები (ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგრძელებაა იმისა, რასაც მამა ეფრემი სიცოცხლეშიც ამბობდა).
მამა ეფრემმა ქალს უთხრა:
სინანული, სინანული, სინანული…
ქრისტე ძალიან განრისხებულია…
დღევანდელი ადამიანები არ უნდა ვიყოთ იმ სულიერ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ…
მოდის ძალიან დიდი ბოროტება, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამხელა იქნება ის…
ვაი, რა გელოდებათ, შეინანეთ, სანამ დრო გაქვთ…
მუხლი მოიყარეთ და იტირეთ, დაღვარეთ სინანულის ცრემლი, იქნებ ქრისტეს გული მოულბეს…
ეს ყველაფერი იმის გამოც იქნება, რაც ამერიკაში ხდება…
ძალიან ბევრი ადამიანი წავა ამ ცხოვრებიდან იმით, რაც მოდის, ბევრი ადამიანი გარდაიცვლება…
ერთმანეთის მიმართ არ ხართ მოწყალენი… არ ხართ მოწყალენი…
სასტიკები ხართ, ერთი მეორეს დაჭამს…
შემდეგ მან ქალს უთხრა: ეს ყველაფერი უთხარი შენს სულიერ მოძღვარს და სხვებსაც…
ის, ვინც ეს გამოცხადება იხილა, იყო მამა ეფრემის დიდი ხნის სულიერი შვილი და მასთან ურთიერთობა ჰქონდა გერონდას სიცოცხლის ბოლომდე.
ეს სარწმუნოა. მე ვიცნობ ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის თავმდაბალი, განწმედილი სულია“.
მამა იოსები
წყარო: კანკელი • kankeli
კომენტარები