„გზები არსებობს, გზები იკვალება და მხოლოდ შიშისა და პანიკის ჩადრია მოსახსნელი“-იაგო ფრანგიშვილი

-„18 მილიონიანი ნორდრაინ ვესფალენის კულტურის მინისტრმა, რომელსაც სკოლებიც აბარია
ახლა განაცხადა – „სკოლები არასოდეს დაიკეტებაო“
აბსოლუტისტური განცხადებაა.
მასწავლებლები კი, აცრილია, მაგრამ სკოლის მოსწავლეების 1%იც არაა აცრილი.
არაა აქ კოვიდი? იკითხავს ვინმე, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი კიარა, თავად კითხვაა არასწორი და მცდარი ხედვის.
და ეს გაიგეს ბევრგან.
კითხვა ის კიარაა, არსებობს თუარა კოვიდი, ამაზე დისკუსიაც კი არარეალობის დიმენსიაა.
კითხვა ისაა,
რამდენი ხანი გინდა იყო გამოკეტილი და იარსებო მხოლოდ იმით,
რასაც ჭამ?
არც დავიწყებ და არცაა იმაზე დისკუსია საჭირო, თუ რა მეცნიერული, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური საფუძველი უძევს ამ გადაწყვეტილებას.
ეს უნდა გავუტაროთ და არ მოვთხოცოთ ნიშნისმოგებით
„აბა ბავშვები იხოცებაო რომ ამბობდით და გვაპანიკებდით??“ და მსგავსი გამოთქმები.
ამის დრო არაა ახლა და ნურც ნურასოდეს დავაყენებთ.
ადამიანს უნდა მისცე უკანდასახევი გზა, თუარა ცოფიანზე უარესს ჩაიდენს, თუ მოიმწყვდიე გამოუსავალში.
მართალია წელიწადნახევრის მერე,
მაგრამ…
მთავარია, რომ მიდგომა შეიცვალა.
ყურადღება ექცევა არა ახლინფიცრებულთა რიცხვს, არამედ ასაკობრივ გადანაწილებას, მძიმე შემთხვევების ნიშნულს და გადაუდებელი (სიტყვაშია თავად არსი ),
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას.
ყურადღება ექცევა აღჭურვას ტექნიკურად და ჰიგიენურად.
აცრილებზე სხვადასხვა უსიამოვნო შეზღუდვების მოხსნა, მაგალითად ტესტირების მოხსნა, არის მხოლოდ და მხოლოდ აცრის მიმართ დადებით და წამხალისებლური მიზნით.
ამით ტესტების რაოდენობაც მცირდება და აცრის სურვილიც იზრდება.
ისე, სხვათაშორის,
ერთ მილიონ მცხოვრებზე გერმანიას 2,3 ჯერ ნაკლები ტესტი აქვს დახარჯული, სადღაც 800.000 ტესტი მილიონზე, ვიდრე საქართველოს, რომელმაც 1 მილიონ მაცხოვრებელზე უკვე 1 მილიონ 800 ათასი ტესტი დახარჯა.
მოკლედ, გზები არსებობს, გზები იკვალება და მხოლოდ შიშისა და პანიკის ჩადრია მოსახსნელი“, –  წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები