გია აბაშიძე დავით ბერძენიშვილს: „ბოღმა გაბრმავებს. რევანშის “ზამასკაში ხარ”, ტყუილად კი არ გეძახიან“

-„როცა ხელისუფლებები პასუხისმგებელინი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალზე, მათ ასამართლებენ ან ნიურნბერგულად ან როგორც დეკომუნიზაციის დროს – ლუსტრაციის გზით. რომელი მოითხოვე? მოითხოვე კი არა, ჯიბეში ჩაუხტი ფრანგი კოლაბორაციონისტივით (ლუსტრაციისთის პრეცედენტულად დადგენილი 10 წელი მაინც მოგეცადა),

ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატზე უშიშროების ძალებით განხორციელებული შეიარაღებული თავდასმის ორგანიზატორ პრეზიდენტს, როგორც მოხელეს, ისე ასამართლებენ, რაც გაკეთდა კიდეც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში.

რაც მთავარია, გია ბარამიძე კი არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, ჩემზე კარგად იცი ყველაფერი, მაგრამ ბოღმა გაბრმავებს. რევანშის “ზამასკაში ხარ”, ტყუილად კი არ გეძახიან ბოღმა-დავითას?!“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში,  –  „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს მიმართავს.

კომენტარები