გია აბაშიძე: „ერთ შემთხვევაში ეს ქვეყნის შიდა ტერორიზმის მკაფიო მაგალითია, ჩვენ შემთხვევაში – ოპონენტების ე.წ. პოლიტიკური დევნა, დემოკრატიაში უკან დახევა“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კაპიტოლიუმის შენობისა და 20 ივნისს, თბილისში პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

-„ერთ შემთხვევაში ეს ქვეყნის შიდა ტერორიზმის მკაფიო მაგალითია, ჩვენ შემთხვევაში – ოპონენტების ე.წ. პოლიტიკური დევნა, დემოკრატიაში უკან დახევა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები