გია ბარამიძე – ალეკო ელისაშვილი დღეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული იარაღი

ეს ე.წ. მემორანდუმი არის უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინო რაღაც ქოცებს შორის და ქოცების მცირე განაკვეთს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძე განაცხადა.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, დღეს ელისაშვილი არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული იარაღი.

„ეს ე.წ. მემორანდუმი არის უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინო რაღაც ქოცებს შორის და ქოცების მცირე განაკვეთს შორის, აი ეს არის ეს მემორანდუმი. დღეს ელისაშვილი არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული იარაღი იმისთვის, რომ რამენაირად აი, ამ ძალადობით და გაყალბებით შეკოწუწებულმა ე.წ. პარლამენტმა, რამენაირად ლეგიტიმურობა შეიძინოს. ელისაშვილი აკეთებს ჩვეულებრივად „ქართული ოცნების“ საქმეს, თამაშობენ ქოცების თამაშს“, – განაცხადა ბარამიძემ.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები