გია ვოლსკი: „პენიტენციური სისტემა სამართავად ურთულესია, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშის კითხვისას რჩება წარმოდგენა, რომ არანაირი სირთულე არ არსებობს“

-„აუცილებელია, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყოს სირთულეებზე, პოზიტივზეც, მიღწევებზეც, რადგან ეს ინფორმაცია მიეწოდებათ პატიმრებსაც, რომლებსაც სურთ რესოციალიზაცია მოახდინონ, ჩადგნენ ცხოვრების რეჟიმში, რასაც თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს.

აუცილებელია წახალისება იმის, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს. თუნდაც იმის თქმა, რომ სისტემის მიმართ არის შენიშვნა, სწორია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ მესიჯები უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული, კეთილგანწყობილი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის. ისინი სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. შედარებებს აღარ დავიწყებ, რა იყო და რა გვაქვს. გვაქვს ის, რასაც ცივილური სამყაროს პენიტენციური სისტემა ჰქვია. დიდი ხანი ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ მინდა, გადავაჭარბო, მაგრამ ციხეებში შევსულვართ, გვინახავს როგორი მდგომარეობაა, კეთილგანწყობილ მოსამართლეებთანაც გვქონდა ურთიერთობა. ვიცით, რა მდგომარეობაა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, ზოგან ლიბერალიზმის ისეთი დონეა, რომელიც გაკვირვებას იწვევს, ხშირ შემთხვევაში ლეგენდად გვეჩვენება. ზოგან არის ისეთი გაურკვევლობები, რომელიც თუნდაც რაღაცა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებშიც კი არის წამოწეული. ქართული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის გამართული მმართველობა და თუკი რაიმე არსებობს საყურადღებომითუმეტეს შენიშვნის გასათვალისწინებელი, მგონია, რომ ეს როგორც პენიტენციურმა სისტემამ, ასევე სახალხო დამცველის სამსახურმაც უნდა გაითვალისწინოსამ ორი პოზიციის შეჯერება მოგვცემს იმას, რასაც ჰქვია უკეთესი შედეგი“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები