გია კორკოტაშვილი: პრაიდის ჩატარებაზე უარის თქმით, დიდი თავის ტკივილი მოსცილდა ქვეყანას
შსს-ს გადაწყვეტილებით, თბილისში, ივნისში დაანონსებული ლგბტქ-პრაიდი არ გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, “ქართული მარშის” ლიდერი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“პრაიდის ჩატარებაზე უარის თქმით დიდი თავის ტკივილი მოსცილდა ქვეყანას!
თითოეულმა ადამიანს, ვინც პატარა კენჭი დადო ამ საქმეში,
ღმერთი შეგეწიოთ!
ეხლა ზოგიერთები ბაქიბუქს ნუ დაიწყებთ, მაინც დედას მოუ@@@@-თო!
ასე შეხმატკბილებულად ქვეყნის ღირსებისათვის ევლოს დიდს და პატარას!
პრაიდელებო სადმე თქვენიანის ოჯახში ჩამოჯექით და ყავაში ჩაუხედეთ ერთმანეთს, გაერთეთ!!!”- წერს გია კორკოტაშვილი.