გია ყანჩელი რობერტ სტურუას პოზიციას გაემიჯნა

– მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას აზრით საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე დადგომა ისევ დაიწყო. მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად საზოგადოებას ურთიერთდაპირისპირებას მოუწოდებს. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ჩემი ციტატით ჩემი სიმღერიდან “ჰერიო ბიჭებო”. – “ჰერიო ბიჭებო ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო”, – ამგვარად უპასუხა გია ყანჩელმა რობერტ სტურუას პესიმისტურ რეპლიკას: “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!”

წყარო: გია ყანჩელის მიერ “ტვ პირველისთვის” მიცემული ინტერვიუ.

 

კომენტარები