გია ხუხაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა

გია ხუხაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. “ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი, რომ ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელიც ელოდება და სწორ განვითარების გზაზე გაიყვანოს.” – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამისათვის მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტების თეატრი, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე და უნდა გახდეს 2020-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი და წავიდეს!
“ეს იქნება პირადად მისი გედის სიმღერა. და თუ ის ამ გზას ვერ ხედავს, ვერ ხედავს კარებს, მე მზად ვარ მივიდე მასთან, ჩავკიდო ხელი, ვაჩვენო ეს გზა, ერთად გავიაროთ და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები