გია ხუხაშვილი – „ძალადობრივი და აგრესიული საარჩევნო სივრცე – ათენში სააკაშვილზე თავდასხმით „ოცნებამ“ მას რეიტინგი აუწია“

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საარჩევნო პროცესში გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს.

_ საარჩევნო კამპანიაში მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა. მანკიერი ტრადიცია გრძელდება?

– რა თქმა უნდა. რა შეიცვალა? შევცვალეთ ჩვენ რამე? ისევ ისეთივე დაპირისპირებებია და ნეგატიური დღის წესრიგი… ნეგატიური დღის წესრიგი თავისთავად ბადებს ძალადობას. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ მორიგი გადატრიალების თუ სახელმწიფო ღალატის თემას შემოაგდებს ხოლმე და ამით ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. სამწუხაროდ, ამით კიდევ უფრო ძალადობრივი და აგრესიული ხდება საარჩევნო სივრცე.

კომენტარები