„გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება უძლიერესი პოლიტიკური სვლა იყო“

პარტია „სამართალი და კანონის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს:

„გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება უძლიერესი პოლიტიკური სვლა იყო.

სააკაშვილმა საბოლოოდ უთხრა თავის ამომრჩეველს, რომ გაემიჯნონ ბოკერიას დაჯგუფებას.

თბილისი პატარა. ჩვენ ყველას რაღაცები გვსმენია, მაგრამ არასოდეს ვიჯერებ იმას, რაშიც თავად არ დავრწმუნდები და ლოგიკურ ჯაჭვს არ მივუყვები.  თვეების განმავლობაში ვუყურებ, „ევროპული საქართველოს“ ეს ჯგუფი არ იქცევა კარგად. სააკაშვილს, ბევრი განცხადება შემიძლია ჩამოვთვალო, რა არ მომწონებია. ამჯერად ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური სვლა. ამით, პრაქტიკულად, თავის ამომრჩეველს საბოლოოდ უთხრა, გაემიჯნეთ ბოკერიას დაჯგუფებას. მე ეს ასე აღვიქვი“

29 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან გიგა ბოკერიასთან „ფუნდამენტური განსხვავებები აქვს“. გიგა ბოკერიამ და „ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან“.

კომენტარები