გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ პრობლემა ახალი პარტიები კი არა, ივანიშვილი და სააკაშვილია

პარტიისა და „ლელოს“ მზარდ რეიტინგს მათი ძალისთვის „თავის ტკივილად“ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ერთადერთი თავის ტკივილი ბიძინა ივანიშვილია“.

„ქვეყნის თავის ტკივილი არის ივანიშვილის ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს. ოღონდ, ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ არ ვიყუროთ წარსულში ნოსტალგით, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილი.

ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხარდაჭრა პრემიერად. ჩვენი ხედვაა გარდამტეხი ცვლილებები და ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს – გადასახადების დაწევის, ქვეყნის შემოტრიალების კონკრეტული გეგმა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ბოკერიას განცხადებით, ცდომილებისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პირობებში, პროგნოზების გაკეთება არასწორია.

 

წყარო: “palitranews.ge”.

კომენტარები