გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“ ის გუნდია, ვისაც აქვს ცოდნა – როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა“

-„ევროპული საქართველო“ ის გუნდია, ვისაც აქვს ცოდნა, რწმენა, ნებისყოფა, ხედვა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ.

ჩვენი გუნდის მიღმა არც ერთი გულწრფელი და გონიერი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც თვალებში შეგხედავს და გეტყვის, – ნორმალურია, როცა მთავრობა კრიმინალის წარმატებას საკუთარ წარმატებად ასაღებს,  რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, როცა უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, რომ ივანიშვილის უტიფარი განცხადება – “ჩვენს მიღწევებს ვერ აფასებთო, კმაყოფილი და მადლობელი უნდა იყოთო“, ეს ნორმალური ჰგონია. იცნობთ, ასეთ წესიერ და გონიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვით?! ვინც ასე უტიფრად გვეუბნება, – უკუსვლა წინსვლაა, რომ მთავრობა იმისთვისაა, ხალხს მისი არსებობა დაამადლოს და თვლის, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა როდესმე რაიმეთი უნდა იყოს კმაყოფილი, ამ ხალხს გაკვეთილი 31 ოქტომბერს მივართვათ და მოვიტანოთ ცვლილება – გარდამტეხი ცვლილება!

ჩვენ ის გუნდი არ ვართ, ვინც ბოღმით მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საფუძველი გვაქვს, გაბრაზებული ვიყოთ,- ჩვენ მოვდივართ რწმენით, – ეს ქვეყანა შეიძლება რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები