გიგა ბოკერია მიესალმება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მზაობას, რომ  „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კოორდინაციას შეურთდეს

-„ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას მივესალმები ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ეროვნული ამოცანა. ვგულისხმობ, ივანიშვილის ჩამოცილებას, პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას “, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

 

კომენტარები