გიგა ბოკერია: „ნაციონალურ მოძრაობის“ დღევანდელი ნაბიჯით დადასტურდა, რომ, სურს 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება“

-„ნაციონალურ მოძრაობის“ დღევანდელი ნაბიჯით დადასტურდა, რომ, სურს 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, ჩვენს ქვეყანას ცვლილებები და წინსვლა სჭირდება. ივანიშვილი ამ „კარტის“ გათამაშებას შეეცდება.

ეს კარტი არის, რომ, –  თუ ბიძინა არ არის, მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ იქნება, წელს იქნება გარდამტეხი ცვლილებები. იქნება კოალიციური მთავრობა.
ჩვენ რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს კონკურენტების კანდიდატებს? ჩვენ გვინდა მომავალი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ  გადაწყვიტა, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი.

ქართული საზოგადოება ცვლილებებს ითხოვეს, ამის განხორციელება მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია“.

8 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება – საქართველოში დაბრუნების შესახებ მიმართვას 9 სექტემბერს გამოაქვეყნებდა. მანამდე უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გამიოაქვეყნა, – ბოდიში მოიხადა და წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

კომენტარები