გიგა ბოკერია: „სასურველია,  ისეთი მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან“

-„კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის. სასურველია,  ისეთი მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფრონტაცია, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩენა, არ არის ელჩების როლი. უმჯობესია ყველასთვის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, მეტი გამოცდილება. ამას ვგრძნობ მის მიმართ თანაგრძნობით და სიმპათიით.

მე და ჩვენი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ, უბრალოდ წუხილი გამოვთქვით, შევედით მის მდგომარეობაში, თარგმანში დაკარგული იყო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, –  განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები