გიგა ბოკერია: „შეთანხმება თუ შესრულდება, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ შესრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში“

-„შეთანხმება თუ შესრულდება, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ შესრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში დარჩება, შეთანხმება არის ჩაშლილი, არა ჩვენს მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ. ჩვენ კი არა, „ევროპულ საქართველოს“ ან მთელს ოპოზიციას, ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია, დამშვიდება და შინაარსით მწავე, მაგრამ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც დამარცხდება ივანიშვილი. თუ შეთანხმების ჩაშლას აპირებენ, მაშინ ნუ მისცემენ ხმას ნურც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, 10:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაიმართება.

კომენტარები