გიგი უგულავას თავდასხმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტზე, გიორგი კანდელაკი ემუქრება ჟურნალისტს [ვიდეო]

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის დროს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს დაურპირისპირდა.

შეკითხვაზე, – რა განსხვავებაა ახლა შენსა და სუს-ს შორის“, გიგი უგულავამ უპასუხა:

-„არაფერი განსხვავება არ არის“.

გიგი უგულავას თავდასხმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტზე

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს დაურპირისპირდა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკიც.

-„თქვენ გადაიქეცით სამარცხვინო პროპაგანდისტულ მანქანად, ესეც გამოსწორდება მომავალში, როცა შეიცვლება ხელისუფლება, შეთანხმდება საზოგადოება, რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არსებობა, თუ უნდა გააგრძელოს საერთოდ.

თუკი ვინმე გადაძვრა ღობეზე, არავინ უშლიდა ხელს პოლიციელს, რომ ეს კონკრეტული ადამიანი შეეჩერებინა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ღობეზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ ძვრებოდა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა:

-„სამარცხვინო, ამაზრზენი, პროპაგანდისტული პირველი არხის შეკითხვებს ასე პირდაპირ ვერ დავდებ პატივს და თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, – მუშაობთ ამ ტელევიზიაში. უნდა გრცხვენოდეთ, თქვენი ტელევიზია გადაიქცა პროპაგანდის მანქანად, ამას ხედავს საზოგადოება. თქვენ არჩევთ კითხვებს, მე ვარჩევ პასუხებს. მათ შორის, თქვენი სამარცხვინო ტელევიზიის შეფასებასაც. უაღრესად სამარცხვინო ტელევიზია. დამიტოვეთ შეფასების უფლება. ეს საზოგადოების შეფასებაა. შეფასების უფლებას ნუ წამართმევთ ჯერჯერობით.

თქვენს ბატონს, რომელსაც ემონება თქვენი ტელევიზია, არაფერი თავისუფლების ნატამალი არ არის თქვენს სამარცხვინო ტელევიზიაში, რომლის დაფინანსებაც არის ჩვენი, საზოგადოების ჯიბეებიდან ამოღებული ფული. თქვენ გადაიქეცით სამარცხვინო პროპაგანდისტულ მანქანად. ესეც გამოსწორდება მომავალში აუცილებლად, როცა შეიცვლება ხელისუფლება, შეთანხმდება საზოგადოება, რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არსებობა, თუ უნდა გააგრძელოს საერთოდ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები