გიგი უგულავა: დავით ხიდაშელი არის რუსული დაზვერვის შნირი

ბიძინა ივანიშვილი წავიდა და დაგვიტოვა ორი პირადი პატიმარი ილიჩოვა და მელაშვილი დავით ხიდაშელი კი არის რუსული დაზვერვის შნირი.
ამის შესახებ გიგი უგულავამ ტვ – პირველზე დღის ამბებში განაცხადა.

უგულავას აზრით დავით ხიდაშელის ჩამოტანილი რუკებით რამდენიმე გოჯი მიწა დავიბრუნეთ მხოლოდ და კარტოგრაფები არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები.

შეხსენებისთვის – სააკაშვილის რეჟიმმა დავით გარეჯი აზერბაიჯანელებს მიჰყიდა და რუკები, რომლებზეც გარეჯი საქართველოს ნაწილი იყო გადამალა, გარეჯის დაკარგვაში ლომის წვლილი კარტოგრაფებსაც მიუძღვით, რომლებიც დღეს დაკავებულია!

ნაცმიდრეკილების მტკიცებით კი ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრებია და მათი დაკავება მხოლოდ ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები