„გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ესენი არიან  დამნაშავეები, რომლებიც შეიწყალა“ – თეა წულუკიანი

-„გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ესენი არიან  დამნაშავეები, რომლებიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ეს ყველამ ვნახეთ.

მერე არ იყოს სალაპარაკო, ეს ცვლილებები რომ გვქონოდა, მოვიგებდით არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, ეს რომ არ იყოს სალაპარაკო, მათ ყველაფერი აქვთ. თუ ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლას ისინი ჩამოკიდებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის” ეთერში 

კომენტარები