„გიგი უგულავა „ევროპული საქართველოდან“ არსად წასვლას არ აპირებს, ელენე ხოშტარია – იმედი მაქვს, რომ არა“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა:

„გიგი უგულავა „ევროპული საქართველოდან“ არსად წასვლას არ აპირებს და ელენე ხოშტარია – იმედი მაქვს, რომ არა.

ჩვენ განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, სადაც ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს და „ნაციონალური მოძრაობისგან“, სადაც მიხეილ სააკაშვილი „სადღაც ღრუბლებშია“ და პარტიაში ქაოსია, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში დისკუსია გვაქვს ხოლმე და მათ შორის ზოგჯერ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ეს არ არის ფასეულობითი და ღირებულებითი განსხვავება, რომელმაც შეიძლება რაიმე ტიპის გახლეჩვა გამოიწვიოს. სად უნდა წავიდეს გიგი უგულავა? ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ჩემთან ერთად და ასევე სხვებთან ერთად აპირებს, რომ შემდეგ არჩევნებზე დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი, პრორუსული ძალები და ვიყოთ უფრო ძლიერები.
ელენე ხოშტარია ისეთ ფორმალურ თანამდებობაზე არ არის, როგორზეც გიგი უგულავა, შესაბამისად ელენეზეც და ნებისმიერ სხვაზე, იმედი მაქვს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ. გიგი უგულავაზე კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს“.

 

კომენტარები