გიგი უგულავა: „ეუთო-ს დასკვნა არ წამიკითხავს – „მეორე ტურებიც სიყალბეა, ოპოზიცია მასში მონაწილეობის“

-„მეორე ტურებიც სიყალბეა, ოპოზიცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია. პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი, არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დოკუმენტს არ გავცნობილვარ, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება, ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, ის ზუსტად იგივენაირი სიყალბეა, როგორიც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე მაშინ გავაკეთებ კომენტარს, როცა დოკუმენტს გავეცნობი.

ეუთო-ს დასკვნა არ წამიკითხავს, არ გავცნობილვარ, როცა გავეცნობი, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელ პარლამენტარ პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს, ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

 

კომენტარები