გიგი უგულავა პოლიციელებს ემუქრება -„თქვენი შვილები სადარბაზოებში ნახავენ სურათებს- გულის ამრევად იქცეოდა“

 ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციის გამართვას გეგმავს.

-„15:00 საათზე ვიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, -მოდით, მეგობრებო, – ეს აღარ არის ნიკა მელიას, ერთი პარტიის ან პოლიტიკური კლასის საქმე. ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების საქმე. ვიქნებით თავისუფალ საქართველოში, თუ ვიქნებით მონების ხროვაში, რომელმაც დაიმონა ყველაფერი. გულის ამრევად იქცეოდა პოლიცია, -ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ტყუილად ჰგონიათ რიგით პოლიციელებს, იმხელა ჩაფხუტების ქვეშ რომ ხართ,- თქვენი საშტატო განრიგი არ გამოქვეყნდება, ვინც მონაწილეობა მიიღეთ. საკუთარი სახლის სადარბაზოებში თქვენი შვილები ნახავენ სურათებს, რომ მათი მამები უდანაშაულო ადამიანების​ დამრბევები არიან. უკომპრომისო იქნება, რადგან ხაზი გავლებულია და ქვეყანას არ ჩავაბარებთ ივანიშვილსა და პუტინს. ამიტომ, უკომპრომისო იქნება, დაჭერებიც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ ეს პაჭანიკები, რომლებიც ამ ქვეყანას შემოესივნენ, ქვეყანას დატოვებენ და ქვეყნის სხეულის ძიძგვნას მოეშვებიან. ეს  აუცილებლად მოხდება. ბევრს შეიძლება, დღეს არ სჯეროდეს, როგორც არ სჯეროდა საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგრამ საბჭოთა კავშირი როგორც გადაჯიშდა, ისე გადაჯიშდებიან აქედან ივანიშვილი და გულის ამრევი ცახესები“, – განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები