2
გიგი უგულავამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა:
-„ვფიქრობ, ქალბატონ, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება მოუწევს, ის არ იქნება ამით ბედნიერი, მაგრამ მოუწევს.
რეზოლუციის მიღების შემდეგ, იწვალებენ მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწევთ, როგორი ფორმით, ეს სხვა არის. სიგნალი არის ის, რაც რეზოლუციაში წერია, – ადამიანი შევიდა ჯანმრთელი ციხეში და ადამიანის ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება. ნელა იქოქება დასავლეთი, მაგრამ „ქართულ ოცნებას” კარგად უნდა ესმოდეს, რომ მოეშვან ამ რაღაც პროვინციულ, ბოგანო ქირქილს. დასავლეთმა თუ გაახილა თვალი და ამოგიჩემა, საფლავის ქვას აღარავინ აღარ დაგადებს ბიძინა ივანიშვილს, კარგად უნდა ესმოდეს, – მათზე 10 ჯერ უფრო ძლიერი ოლიგარქები წკავწკავებენ“.