გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: რაც თავი მახსოვს სულ მოდის და აბა სად არის?
ამ ყმაწვილკაცის ტელე და ვიდეო გამონათებები არასერიოზულ სახეს ღებულობს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. რაც შეეხება მათ მხარდამჭერებს, მათთვის ეს ადამიანი იქცა ნარკოტიკად, გამოჩნდება ეიფორიაში არიან, არ გამოჩნდება და ე.წ. ლომკაში, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„კლიპს მოვკარი თვალი, მხოლოდ ერთი რამ აკლდა, ხორბლის ყანაში გაევლო და ხორბლის თავთავებისთვის ხელი გადაეტარებინაგლადიატორ მაქსიმუსივით.
კაცი ძებნილია, მოქალაქეობაზე უარი თქვა, რაც თავი მახსოვს სულ მოდის და აბა სადაა? ეს შოუს ელემენტები უფროა იმ ყმაწვილკაცისგანცხადებებში, ვიდრე საქმე“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
„ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.