„გიდების ალტერნატიული დასაქმების მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. აქტიურად ჩავრთავთ გიდებს“ – ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხომა ჩატარდა.

სხდომის შემდეგ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„მთავრობა გიდების ალტერნატიული დასაქმების მიზნით სპეციალურ პლატფრომას შექმნის. ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება პრობლემა გიდების დასაქმების მხრივ,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ.

გუშინაც შევთანხმდით მათთან, რომ სპეციალური პლატფორმა შეიქმნება ამისთვის. აქტიურად ჩავრთავთ გიდებს, მათ შორის მიკროგრანტების პროგრამაში, მათ რომ შეძლონ თავიანთ საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ და გადამზადება არის ერთ-ერთ კომპონენტი ამისი.

მთავრობა გიდებისთვის შემუშავებული პროგრამის დეტალებს უახლოეს დღეებში წარადგენს. უფრო მეტი დეტალიზაცია, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამა შევთავაზოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სეგმენტი ნაკლებად შესწავლილი და აღრიცხული იყო დღემდე, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი დრო მათთან სამუშაოდ. რაც მთავარია, რესურსი გვაქვს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

 

კომენტარები